კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
რეგიონები - 14:52, 24 Jun, 2016     1534
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინაბოტის სადრენაჟე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება კოლექტორის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და 400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ჭაბუკიანი, ქალქვა, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი) მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს.

,,დღეისათვის კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული მასშტაბის სამუშაოები ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42