მერაბ ჩიქოვანის თქმით ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არასრულყოფილად იქნა წარმოებული. ადვოკატის თქმით პროკურატურას მათთვის არ წარმოუდგენია გარდაცვალების დღეს ეროსი კიწმარიშვილის გადაადგილების მარშრუტი.
„სატელეფონო ანძებიდან ჩანაწერების ამოღებაც გვიან, მხოლოდ ოჯახის მოთხოვნის შემდეგ განხორციელდა, მათი შესწავლა წელწადნახევარის განმავლობაში მიმდინარეობდა შემაჯამებელი მასალა არ გვაჩვენეს, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ახსნეს.“- განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, არ იქნა გამოკვლეული არც ის დაზიანებებ, რომელიც ეროსი კიწმარიშვილს თავზე და ხელის მტევანზე ქონდა და რომელიც ექსპერტის დასკვნით მას სიკვდილამდე ქონდა მიყენებული.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით კიწმარიშვილის საქმეში პასუხგაუცემელი დარჩა რამდნიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის იარაღზედ არსებული დნმ-ს და ავტოფარეხში აღმოჩენილი თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირება:
„პასუხგაუცემელი დარჩა დნმ-ს ნაწილი, უცნობი პიროვნების იდენტიფიცირება, ასევე არ მომხდარა ავტომობილზე არსებული თითის 4 ანაბეჭდის იდენტიფიცირება. გამოძიებამ ზედმეტად იჩქარა იმისათვის რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ასევე აპელირება მოხდა იმაზე, რომ მას ფინანსური პრობლემები ქონდა“- განაცხადა მოსიაშვილმა.
ასევე საუბარია ეროსი კიწმარიშვილის სოციალურ სივრცეში განხორციელებული აქტივობების არასათანადო შესწავლაზე.ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, დასკვნაში არ მოიპოვება იმ საუბრის ჩანაწერი, რომელიც კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე მის მეგობართან ალექსანდრე კარკოვთან ჰქონდა, ასევე გაუგებარია თუ რომელი ვიდეო ჩანაწერები დამუშავდა, მაშინ, როდესაც ოჯახისთვის კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს, მხოლოდ სახლიდან გასვლის ვიდეო ჩანაწერებია ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






