სუს-მა თაღლითობისთვის თბილისის მერიის 5 თანამშრომელი დააკავა
სამართალი - 11:15, 23 Jun, 2016     6089
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან:
ქ. თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი შამილ კორძაძე, ლიფტების ტექნიკური ზედამხედველები გიორგი ცირდავა და არჩილ მიქაძე, ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ გუმბერიძე.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ქ.თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ლობირებას უწევდნენ და უპირატეს მდგომარეობაში აყენებდნენ იმ ფირმებს, რომლებიც მათ ნათესავებზე ან ახლო მეგობრებზეა გაფორმებული: ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისი“.

„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ თანამშრომლები მათი შენიღბული ფირმების გამოყენებით, წინასწარ ახდენდნენ ლიფტების აღდგენისთვის შესასრულებელი სამუშაოების პირველადი ხარჯთაღრიცხვების ხელოვნურად გაზრდას, შემდგომ თვითონვე ადგენდნენ გამგეობებში წარსადგენ შესაბამის დასკვნებს იმის შესახებ, რომ წინასწარ ხარჯთაღრიცხვებში ჩამოთვლილი სამუშაოების ნუსხა და მათზე მითითებული ფასები რეალურია, შეესაბამება მოცემულ მისამართზე არსებული ლიფტის მდგომარეობას და დაფინანსება მიზანშეწონილია. სამუშაოების არაჯეროვნად დასრულების შემდგომ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახდენდნენ საბოლოო ხარჯთაღრიცხვების (ფორმა N2) ჩაბარებას, თითქოსდა აღნიშნულმა კომპანიებმა შეასრულეს ხარჯთაღრიცხვებში მითითებული სამუშაოები, რასაც შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერებით ადასტურებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივად სწორედ მათ ევალებოდათ შემსრულებელი ფირმის მიერ შედგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და ტექნიკური კონტროლი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ტრასოლოგიური დასკვნითა და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ქ. თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე მხოლოდ ცხრა ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13 174 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42