კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
რეგიონები - 13:13, 22 Jun, 2016     1458
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. სპეციალისტების მიერ ინტენსიურად ხორციელდება კვების ობიექტების, სავაჭრო ქსელების, სკოლებისა და საბავშვო ბარების კვების ბლოკების კონტროლი, ასევე ცხოველთა სასაკლაოების მონიტორინგი, ცხოველთა პროფილაქტიკური ვაცინაცია, სარეალიზაციო ობიექტებში პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოწმება, კალიების და ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ საშიში მავნებლის - კალიის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას დაესწრნენ. ფართობის დამუშავება სამანქანო აგრეგატებით, ე. წ. თერმული ნისლით ხორციელდება. დღეისათვის, კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 3600 ჰა ფართობი, ქვეყნის მასშტაბით კი - 4300 ჰა ფართობი.

,,კალია საშიში მავნებელია, რომელიც მნიშვნელოვნად ანადგურებს მწვანე საფარს, ნათეს ფართობებს და მოსავალს. შესაბამისად, წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება აუცილებელია მავნებლის გავრცელების არეალს შემცირებისა და ნათესი ფართობების დაცვის კუთხით“ , - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უკვე მესამე წელია ინტენსიურად უახლესი ტექნოლოგიებით და ეფექტიანი პრეპარატებით ხორციელდება. შედეგად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის გავრცელების არეალი.

დედოფლისწყაროში კალიების წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42