ვის მოუწევს პასუხისგება მერაბიშვილის საკინიდან გაყვანაზე - ადვოკატი პროკურორების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
სამართალი - 12:35, 21 Jun, 2016     1966
ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნიუპოსტთან" ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველი, გამოძიებისგან კონკრეტულ შედეგს არ ელოდება და ამბობს, რომ შოთაძის უწყება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო.

"იმ დღიდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილზე განხორციელდა ზეწოლა და მოხდა მისი ციხიდან გაყვანა, მოვითხოვდით გამოძიების დაწყებას, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაიწყეს. სიმართლე გითხრათ არც ახლა გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და რაიმე სახის შედეგს დადებს. ისინი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ ყველა შემთხვევაში დაეწყოთ გამოძიება. არადა ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ მერაბიშვილი იტყუებოდა, იყო შეურაცხადი და მის განცხადებებზე კომენტარი ფსიქიატრებს უნდა გაეკეთებინათ"- აღნიშნა ჩივიაშვილმა.

ადვოკატი იმ პროკურორების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომლებმაც ვანო მერაბიშვილის განცხადების შემდეგ გამოძიება არ დაიწყეს.

"როცა განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ისინი ვალდებულები იყვნენ გამოძიების დაეწყოთ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, ვითხოვდით სასჯელაღსრულებიდან ვიდეო ფირებს, თავიდან გვითხრეს, რომ კადრები ერთი კვირა ინახებოდა, მერე შეცვალეს განცხადება და ირწმუნებოდნენ რომ 24 საათში იშლებოდა... შესაბამისად აშკარა, ღია განცხადების შემდეგ, ვინაიდან არ დაიწყეს გამოძიება, მათ მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი"- თქვა ჩივიაშვილმა.

საქართველოს მთავრმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ წინასწარი დაკავება გამოყენებული იქნა სხვა ფარული ზრახვებისთვის, კერძოდ კი ბრალდებულზე მორალური ზეწოლის მოსახდენად.

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გაყვანის შესახებ დაახლოებით 2 წლის წინ, 2013 წლის 17 დეკემბერს სასამართლო პროცესზე განაცხადა, თუმცა გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42