მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პროკურორმა დავით ნეფარიძემ ისაუბრა:
„მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით 4-ის წუთები იყო, როდესაც ბავშვმა გააღვიძა, რომელიც შეუძლოდ იყო და წყალი უნდოდა. ბავშვს წყალი დაალევინა და ერთ-ორ წუთში უკვე ისმის კივილის ხმა, ეს არის პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ მაგდა პაპიძემ გვამების მიმალვის პერიოდში შენიშნა და ვის გამოც მოუწია თავისი ქმედებები შეეცვალა და დედამთილთან გაქცეულიყო საშველად . ბავშვი მანქანიდან დედამთილს გადმოყავს, რის შემდეგაც მეზობელი ირმა მატეიჩი და თავად ეს მოწმე უტარებენ ბავშვს ხელოვნურ სუნთქვას, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც სასწრაფო მოდის და იტყვის რომ ორივე არის გვამი, ამის შემდეგ იწყებს მაგდა პაპიძე თითქოსდა ცუდად გახდომას.“- განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






