გაეროს მისიისა და ბანგის არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ სავარაუდო დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესი სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ კი, მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ქართულმა მხარემ საგამოძიებო პროცესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმების შესაბამისად განახორციელა.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება.
„ჩვენ აქ საქართველოდან ჩამოსულ საგამოძიებო ჯგუფს ვმასპინძლობთ, რადგან ზოგიერი მცირეწლოვანი გაუპატიურებაში ზოგიერთ ქართველ ჯარისკაცსაც სდებს ბრალს. ნამდვილად სამართლიანია გამოძიების ჩატარება, რათა დადგინდეს სიმართლე და ყველაფერს ნათელი მოეფინოს. საჭიროა, უსაფუძვლო თუ ბოროტული ჭორების ნაცვლად, რეალურ ფაქტებს ვიცნობდეთ, რომელზეც წვდომა საქართველოს იურისპრუდენციასაც ექნება. გამოძიებაში, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ქართული მხარის ჩართვა. მივესალმებით გამოძიებას, ჩვენი მიზანია, ფაქტები სამართლებრივად შეფასდეს“ განაცხადა ბანგის სააპელაციო სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის საბჭოს ადვოკატმა სელესტენ ნზალამ.
მასალის გამოყენების პირობები






