საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის სარჩელის განხილვა გრძელდება
სამართალი - 18:20, 17 Jun, 2016     2265
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება. რუსთავი 2 საკონსტიტუციო სარჩელით სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებს ასაჩივრებს, რომელიც ამორალური გარიგების შემთხვევაში, შეთანხმებას აუქმებს. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაობს ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებთან.

პლენუმის წევრებმა უკვე მოისმინეს, როგორც რუსთავი 2 - ის ასევე პარლამენტის წარმომადგენლების დასკვნითი სიტყვები ე.წ ამორალური გარიგებასთან დაკავშირებით.

სასამართლოზე პარლამენტის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე მოწვეული ყოფილიყო სპეციალისტი, რომელიც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა, თუმცა ეს რუსთავი 2 - ის ადვოკატებმა გააპროტესტეს.

მათი არგუმენტი იყო ის რომ , აღნიშნულ პირს შესაძლოა დაინტერესება ჰქონეს ამ საქმეში, რადგან რუსთავი 2 თან დაკავშირებით ის საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებდა.

"საკოსნტიტუციო სამართალწარმოებათა შესახებ კანონი იძლევა საშუალებას აცილებულ იყოს ექსპერტი, თუ კი შეიძლება არსებობდეს გარკვეული გარემოებები რომელიც ეჭვის საფუძველი არის პირის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ექსპერტი საკუთარ პოზიციებს არაერთხელ აჟღერებდა სწორედ რუსთავი 2 თან დაკავშირებით. მას შეფასებები გაკეთებული აქვს რუსთავი 2 - ის ყველა გადაწყვეტილებაზე და ყველა გადაწყვეტილებას ის დადებითად აფასებს და უარყოფითად აფასებს ჩვენი მხარის მიერ წარდგენილ პოზიციებს. აქიდან გამომდინარე მიგვაჩნია რომ ის მიუკერძოებელი ვერ იქნებოდა"- აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

განსხვავებულია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელის მოსაზრება.

"რაც უფრო მეტი პრაქტიკოსი იურისტისგან მოისმენს ინფორმაციას მუხლებთან დაკავშირებით მით უფრო გაუადვილდება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება"- აღნიშნა თამარ მესხიამ.

მისი თქმით, ექსპერტი თავის პოზიციებს წერილობით მიაწვდის სასამართლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42