"რუსთავი 2"-ის საქმე- მერაბ ტურავამ სასამართლოზე სპეციალური განცხადება გააკეთა
სამართალი - 13:13, 17 Jun, 2016     6006
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება „რუსთავი2’-ის იურისტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან რ2-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემა დროის გაჭიანურების გამო მოითხოვა. ტურავამ განცხადება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა:

"მაშინ, როცა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხი დავაყენე, პირველ კოლეგიას გადაწყვეტილების თავდაპირველი ვერსიაც კი არ ქონდა შემუშავებული და არ ვიცოდი რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავასწრებდით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა გთხოვოთ, რომ არ ჩათვალოთ ჩემი შუამდგომლობის დაყენება საქმის გაჭიანურებად და არ ჩათვალოთ, რომ მიზნად ისახავდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. არც ერთ შემთხვევაში არ იგეგმებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 679 სარჩელზე გამოცხადება. ალბათ თქვენ არ გქონდათ სათანადო ინფორმაცია, ან გქონდათ და შეგნებულად ამახინჯებთ მას“ - განაცხადა ტურავამ.

ამგვარი ინიციატივის გამო ტურავამ თავმჯდომარის შენიშვნა დაიმსახურა.

“თავი შევიკავეთ ინდივიდუალური ასეთი ჩართვებისგან, თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის თვითონ გააკეთებს განცხადებას. ასევე, ვთხოვ კოლეგებს - კონფიდენციალური ინფორმაცია მეორედ არ ახსენონ, აღარ ვისაუბრობთ ამ თემაზე“ - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს რუსთავი2-ის სარჩელსი განხილვის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მოსამართლეს ამის საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულმა ახალმა კანონმა მისცა. რუსთავი2-ის ადვოკეტების მტკიცებით კი ხელისუფლების მიერ ამ კანონის მიღებაც და შემდგომ ამ კანონის დებულებების მიხედვით მოსამართლე ტურავას მოქმედებაც, რუსთავი ორის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია.
ტელეკომპანიის სარჩელი, რომლის განხილვისთვისაც ტურავამ პლენუმს მიმართა სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და ხანდაზმულობის ვადების მუხლებს და მის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას შეეხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42