,,რა იმედით მიდიოდი და რა იმედით მოდიხარ? - სუსტი დიპლომატია და მოუმზადებელი ვიზიტი ბერლინში
პოზიცია - 21:07, 15 Jun, 2016     5741
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი თემები საქართველო–გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო.

ბერლინში გერმანიის კანცლერთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი კვირიკაშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართველო და გერმანია მიაღწევენ ურთიერთგაგებას ვიზების ლიბერალიზაციისა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხებში.

აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა მას შემდეგ, გააკეთა რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანიის მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა, ხომ არ არის იმედგაცრუებული გერმანიის სკეპტიკური დამოკიდებულებით საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართ.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ჩვენ ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოვებს გერმანიას. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ევროპარლამენტში და გერმანია მხარს დაუჭერს კონსულტაციების შეძლებისდაგვარად მალე დასრულებას.

არის თუ არა დაგვიანებული ხელისუფლების გააქტიურება, იმ ფონზე, როცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭიყრა ევროპარლამენტში სექტემბერში დაინიშნა და ბრუნდება თუ არა პრემიერი ხელცარიელი გერმანიიდან, რითი აიხსნება ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროში გაჭიანურებასთან დაკავშირებით? - ამის გარკვევას "ნიუპოსტი" ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან შეეცადა.

ჯიპა-ს პროფესორი და ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხით ვერ დაიტრაბახებდა.

„საინტერესოა რითი უნდა ჩასულიყო კვირიკაშვილი მერკელთან, რა უნდა შეეთავაზებინა. საქართველო დემოკრატიის შუქურააო რომ ეთქვა, არ გამოუვიდა, რადგან რაც ბოლო დროს ჩვენთან ხდება - ეს პოლიტიკური ვახანალია, პლუს ამას სტრასბურგის სასამართლოს საკმაოდ ცუდი გადაწყვეტილებით ვერ იტრაბახებდა. რითი უნდა გახადო საქართველო გერმანიისთვის საინტერესო? გერმანიისთვის საქართველო, როგორც სავაჭრო პარტნიორი არასერიოზულია. როცა არაფერი უჭირავს რა უნდა ქნას - უნდა მომზადდეს ვიზიტი და მოხდეს ლობირება, თუმცა საინტერესოა ვინ უნდა მოახდინოს ეს ლობირება. გერმანიაში ჩვენი საელჩო ამას ნამდვილად ვერ ახერხებს, დაწყებული ელჩით, რომელიც არაპროფესიონალია, საერთოდ არ არის დიპლომატი, ფაქტია, რომ იმ სერიოზულ ამოცანებს, რაც არის ის ვერ უმკლავდება”- აცხადებს შარაშენიძე

ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გერმანიასთან ინტენსიური მუშაობა არ მიმდინარეობდა.

"როგორც ჩანს სანამ კვირიკაშვილი ჩავიდოდა გერმანიაში ვიზიტი არ მომზადდა, ანუ რა მოლოდინი უნდა ყოფილიყო მერკელისგან, რას ელოდა? გვითხრა მერკელმა რომ დაიცადეთ, იმუშავეთ და ასე შემდეგ... მოკლედ სამუშაო იყო"- აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ "ნიუპოსტთან".

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას გერმანიასთან და საფრანგეთთან განსაკუთრებული დიპლომატიური სამუშაოები უნდა ეწარმოებინა.

"მივიღეთ ის, რაც მოსალოდნელი იყო. მაგ ქვეყნებისთვის საქართველო ისეთ ინტერესის საგანი არ არის, მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოთი დააინტერესოს და ეს აქტიური, სერიოზული ლობირებით უნდა მოხდეს, როგორც მთავრობაში ასევე იქაურ არასამთავრობო წრეებში. ეს არ ხდება, არანაირი პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს. ვინ აკეთებს ამ პოლიტიკას - საელჩო, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩვენი საელჩო ძალიან სუსტია. როცა გერმანიისთვის საქართველოში საინტერესო არაფერი არ აქვს, როცა ლობირებას ვერ ან არ ეწევი, საინტერესოა რა იმედით მიდიოდი და რა იმედით მოდიხარ?" - განმარტა ექსპერტმა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42