„მკვლელს, რომელმაც თავისი ხელით 5 წლის შვილი მოკლა, მოვითხოვ რომ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. მაგდა პაპიძე ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგსიზმრებია შენი შვილი, არ გიფიქრია, რა გააკეთე. უნამუსო ხარ, მკვლელი ხარ“- მიმართა მოწმე მინდიკაურმა პაპიძეს. რაზეც პაპიძემ კითხა, სად დაინახა, რომ მან შვილი საკუთარი ხელით გაგუდა.
ამასთანავე მინდიკაურის თქმით მისი შვილის და შვილიშვილის ცხედრების გადმოსვენებამდე ოთახიდან დივანი და სხვა ნივთები მეზობლებმა გაიტანეს. დივნის ადგილზე კი შპალერთან სისხლის კვალი ემჩნეოდა, სისხლი იყო ჩაწვეთებული დივნის სათავსოშიც სადაც ჭურჭელს ინახავდნენ.
მინდიკაურის თქმით მაგდა პაპიძეს ორსულობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ქონდა და 2-3 წლის წინ აბორტიც გაიკეთა, რის გამოც მეუღლესთან შელაპარაკება მოუვიდა. ომარ ქაფიაშვილს მეორე ბავშვი უნდოდა, თავად მაგდა პაპიძე კი არწმუნებდა, რომ მისთის ორსულობა აღარ შეიძლებოდა.
მინდიკაურმა ჩანაწერების რვეულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მან მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ოთახი დაალაგა და წიგნები თავის ოთახში გაიტანა. სწორედ მაშინ გადმოვარდა აღნიშნული რვეული სადაც მან ჩანაწერები აღმოაჩინა. „მაგდას ნაწერი ვიცანი. რვეულში ეწერა - ურო, პარკები“, - განაცხადა მინდიკაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






