,,მკვლელობის მოტივი ოთარ ბერძენიშვილი იყო... პაპიძე მისგან დაორსულებას ცდილობდა“ - სკანდალური საქმე
სამართალი - 15:50, 10 Jun, 2016     73380
თბილისის საქალაქო სასამართლოში მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

სხდომის დასაწყისში მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოსთქვეს. მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის განცხადებით საქმეში არაერთი მტკიცებულებაა რომელიც პაპიძის დანაშაულს ადასტურებს. პროკურორ ელენე ჩხეიძის განცხადებით მკვლელობის მოტივი პაპიძის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი გახდა. მაგდა პაპიძემ ქმრისა და შვილის მოშორება სწორედ მასთან ურთიერთობის გასამყარებლად გადაწყვიტა. ამასთანავე პაპიძე შეეცადა მისგან ორსულად დარჩენილიყო. ჩხეიძის თქმით სწორედ განზრახი დანაშაულის დამადასტურებელია ჩანაწერები რომელიც პაპიძეს ეკუთვნის და სადაც მოყვანილია ნივთების ჩამონათვალი, რომელიც მას კვალის წასაშლელად დასჭირდა. პროკურორის განცხადებით პაპიძის ბრალეულობას ამტკიცებს ექსპერტიზის შედეგებიც.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მაგდა პაპიძის ადვოკატი მარიკა ფხალაძეც, ადვოკატის განცხადებით მაგდა პაპიძე არა დამნაშავე, არამედ ყველაზე მატად დაზარალებულია, რადგან მას ქმარ-შვილი მოუკლეს:

ეს არის მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია და დღეს თუ მაგდა პაპიძე ცდილობს თავის გამართლებას იმიტომ, რომ მას არ დაერქვას საკუთარი შვილისა და მეუღლის მკვლელი. ფაქტობრივად, მისთვის ცხოვრება დამთავრებულია“, - მიმართა ადვოკატმა ნაფიც მსაჯულებს. ადვოკატს საეჭვოდ მიაჩნია ჩანაწერების რვეულიც, მისი თქმით ეს ჩანაწერი გამოძიების მიერ დაახლოებით 2 კვირის შემდეგაა მოპოვებული. ფხალაძის მოსაზრებით, როდესაც დამნაშავე ცდილობს კვალის დაფარვას, ის ჩანაწერებს და არ ტოვებს შემთხვევის ადგილზე.

სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული მაგდა პაპიძეც, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც მისი თქმით სამართალდამცველებმა მასზე დაკავების შემდეგ განახორციელეს:

„რომ არ მრცხვენოდეს გავიხსნიდი და გაჩვენებდით დაზიანებებს ჩემს მუცელზე. არცერთი მოწმე არ დაიკითხა იმ ძალადობაზე, რომელიც ჩემს მიმართ დაკავების შემდეგ განხორციელდა. არ ჩაატარეს ვიზუალური ამოცნობა. ყველა დაზიანებამ გამიარა, მაგრამ მუცელზე დაზიანებამ არა. რა ჩვენებები დაწერეს, არ ვიცი. მაშინ ყველაფერს მიაღწიეს. ზედ დამახიეს ქურთუკი, ბოლოს, რომ დაინახეს ინსულინი გაჩერდნენ. ვიდრე არ იქნება გამოძიებული ეს ძალადობა, რა სამართალზე დედაშვილობაზე და სიყვარულზე ლაპარაკობენ" მაგდა პაპიძის თქმით მას ქმარ შვილთან კარგი ურთიერთობა ქონდა. მისი შვილი დღენაკლული დაიბადა და ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ მისი დახმარებით დაძლია.

„რამდენიმე თვე ტანსაცმელი არ გამომიცვლია, სულ მკერდზე მეწვა. ასე მოვაძლიერე. ყველანაირად ხელს ვუწყობდი, დიდი ინვესტიცია ჩავდე თორნიკეში ცეკვავდა, მღეროდა, ჰქონდა საბავშვო ბიბლიოთეკა”, - განაცხადა პაპიძემ. მან მეუღლეც დადებითად დაახასიათა და განაცხადა რომ ომარ ქაფიაშვილი იდეალური მეუღლე იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42