სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღნიშნულის შესახებ პირველ კომენტარს „ქრონიკასთან“ საუბრისას ქიბარ ხალვაში აკეთებს. მისი განცხადებით, იგი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედს იტოვებს, რომ უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
„სააპელაციო სასამართლომ ნამდვილად სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ბედნიერი ვარ, სავარაუდოდ გაასაჩივრებენ უმაღლეს ინსტანციაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართალი გაიმარჯვებს. ხალხს სურს რომ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, იხილოს სამართლიანი ინფორმაცია ტელევიზიაში, მე ხელს არ ვუშლი არავის, პირიქით ხელს ვუწყობ, ეს იქნებიან ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ, თუ ჟურნალისტები, რომლებიც შემოემატებიან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ“, - აცხადებს ხალვაში.
მასალის გამოყენების პირობები






