რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. სალიას განცხადებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტაციას, რომელიც მათ მიერ იყო წარდგენილი.
„ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხახა პაატა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






