რუსთავი 2-მა ახალი სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა. საბუთებით მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა, არაუფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო დავა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან რუსთავი 2-ის წერილის პასუხად, დღეს მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიცრუსთავი 2-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
"ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსთავი 2-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო," - განუცხადა რუსთავი 2-ს, სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები






