დანაშაულებრივი ჯგუფმა 6 ბინა და მიწის ნაკვეთი საბუთების გაყალბებით ჩაიგდო ხელში- შსს-მ ჯგუფის 3 წევრი დააკავა
სამართალი - 09:44, 07 Jun, 2016     2948

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი: 1968 წელს დაბადებული თამარ წ., 1980 წელს დაბადებული ლაშა ა. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს, ხოლო 2 წევრი: 1950 წელს დაბადებული ელენე ქ. და 1997 წელს დაბადებული თეო ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა დროს, ოფიციალური სანოტარო აქტების გაყალბების შედეგად, 4 მოქალაქის კუთვნილ 6 ბინასა და მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებები თაღლითურად მოიპოვეს.

საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა ჯამში 2 130 110 ლარი შეადგინა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 25–180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 362–ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 25–362–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42