"მართლმსაჯულების გაუპატიურება არავის არ უნდა შერჩეს"- გვარამიას განცხადება სასამართლო პროცესის შემდგომ
სამართალი - 18:30, 03 Jun, 2016     4198
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით ტელეკომპანიის სასამართლო პროცესზე არა მართლმსაჯულება, არამედ დანაშაულებრივი საქმიანობა ხორციელდება. აღნიშნული განცხადება გვარამიამ დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ გააკეთა, რომელსაც მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით თავად ვერ ესწრებოდა:

„მე ვიყავი გაძევებული სხდომის ფარგლებში და არა პროცესის ბოლომდე და სრულიად გაურკვეველია დღეს რატომ არ დამიშვა სასამართლომ. მერე მოხდა სრულიად წარმოუდგენელი რამ რუსთავი2 სრულიად დაცვის გარეშე დატოვეს ამ სამმა ზონდერმა მოსამართლემ, მათ შორის ერთ-ერთმა თაღლითმა. ყველაზე უფრო საოცარი ის არის რომ გუჯაბიძე, რომლზეც პრაქტიკულად მამხილებელი სიუჟეტები გავუშვით, ამ ქალის , მოსამართლეს აღარ ვიხმარ მისი მისამართით, მისი შუამდგომლობის აცილება არც კი განიხილა. მოკლედ და კონკრეტულად ის რაც პროცესზე მიმდინარეობა არის არა მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების იმიტაცია, არამედ არის დანაშაულებრივი საქმიანობა სამი უსინდისო ქალის მხრიდან, რომლებიც არიან დაქირავებულები , არ გამოვრიცხავ, რომ ამაში ანაზღაურებასაც იღებდნენ და იმართებიან ერთი კონკრეტული ცენტრიდან. ეს ქალები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე, კანონის მთელი სიმკაცრით. ასევე არა მარტო ეს უსინდისო ქალები, არამედ ის უსინდისო კაცებიც და ქალებიც, რომლებიც მათ უკან დგანან და ამ სასამართლო შენობაში სხედან და არა მხოლოდ აქ, იუსტიციის საბჭოშიც მათ შორის და ის უსირცხვილო გრაფომანი, მანიაკალლური მისწრაფებების კაციც, რომელიც მის ყურმოჭრილ მონებს აძლევს დავალებას რომ პროცესზე ასე მოიქცნენ. ყველა აგებს პასუხს, იმიტომ რომ მართლმსაჯულების გაუპატიურება არავის და არასდროს არ უნდა შერჩეს. ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა შემდგომმი ხელისუფლებისთვის ამიტომ მათი დასჯაც უნდა იყოს სამაგალითო“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42