ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეთა კოლეგიის წევრი ნათია გუჯაბიძე მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება. გუჯაბიძემ განცხადება „რუსთავი 2“-ის პროცესის დაწყებისას გააკეთა:
„მსურს გამოვეხმაურო საზოგადოდ გავრცელებულ ბრალდებებს, იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად ამაზე უნდა არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც ბუნებაში არ არსებობს. ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში მსგავს ფაქტს არასდროს ჰქონია ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა არც იუსტიციის საბჭოში და ეს არის ცრუ ბრალდება. მიუხედავად ამ ცრუ ბრალდებისა ეს ჩემს განსჯაზე ზეგავლენას არ იქონიებს.
რაც შეეხება ამ განცხადებებს, ყველა ეს ბრალდება მიმართულია როგორც ჩემი, ასევე სასამართლოს წინააღმდეგ. მე ვარ საკმაოდ გამოცდილი ყველა სფეროში და გადაწყვეტილების მიღების მომენტში გავლენას ვერაფერი ვერ იქონიებს. დავრჩები მიუკერძოებლად და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას რასაც სამართალი და კანონი მიკარნახებს“, - განაცხადა ნათია გუჯაბიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






