რუსთავი 2-ის იურისტები დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძისგან თვითაცილების შუამდგომლობის დაყენებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გუჯაბიძე ამ შუამდგომლობას არ დააყენებს არ არის გამორიცხული მისი აცილების შუამდგომლობა თავად რუსთავი 2-ის იურისტებმა დააყენონ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით ნათია გუჯაბიძე შესაძლო თაღლითობაშია შემჩნეული. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2014 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი გახდა მოსამართლის მხრიდან შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტი. ნიკა გვარამიას წყაროს ცნობით, ნათია გუჯაბიძე თბილისში სამოსამართლეო უფლებამოსილების განსახორციელებელად ბინას ქირაობდა, რომლის საფასურსაც იუსტიციის საბჭო იხდიდა. მთავარი დარღვევა კი იმაში მდგომარეობდა, რომ გუჯაბიძეს საცხოვრებელი სახლი გააჩნდა და ბინის ქირას სახელმწიფოს დედამისის ბინაში ახდევინებდა.
მასალის გამოყენების პირობები






