საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გვარამიამ ტელეკომპანიის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეზე, ნათია გუჯაბიძეზე გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული, ამ ყოველივეს კი ირაკლი შოთაძემ ტყუილი უწოდა:
„ჩვენ გუშინ გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, რომ არასდროს საქართველოს პროკურატურაში არანაირი ინფორმაცია, არანაირი განცხადება, არანაირი გამოძიება, მითუმეტეს არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. ეს არის ტყუილი, ყოველთვის შესაძლებელია ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც არავის გადაუმოწმებია, გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა", - განაცხადა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






