ტრეფიკინგი თუ დაკავება ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით - ქორდში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
სამართალი - 12:05, 02 Jun, 2016     2150

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მცხოვრებ 25 წლის ნიკა საღირაშვილს ოჯახი მეხუთე დღეა ეძებს.

ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს სწორედ 5 დღის წინ ნახეს ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

ქორდის გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქორდის თემში მურმან ბადაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკარგული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავდეთ გადაყვანილი.

,,არ ვიცი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ინფორმირებულები არიან სამართალდამცველები. შესაძლოა ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა სამხედროებმა და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე ოჯახს არ დაკავშირებიან ცხინვალიდან"- აღნიშნავს გამგებლის წარმომადგენელი.

სოფელი ქორდი ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარეობს.

ბოლო ინფორმაციით, ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან ნიკოლოზ საღირაშვილის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები და სამართალდამცავებისგან ახალგაზრდას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ.

გაუჩინარებულის დედა და ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ ნიკა საღირაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქორდის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ოჯახი კიდევ ერთ ვერსიას განიხილავს, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ არცევში, რუს სამხედრო მოსამსახურეს, მესაქონლეობის ფერმა აქვს და იმ დაკავებულებს, რომლებიც არ გადაყავთ ცხინვალის მილიციის იზოლატორში, სავარაუდოდ ფერმაში ამუშავებენ.
დაკარგულის ოჯახის წევრები და ხელისუფლებისგან და სამართალდამცავი უწყებებისგან ორივე ვერსიოის უსწრაფესად გადამოწმებას მოითხოვენ. საღირაშვილების ოჯახის წევრებმა, დახმარებისთვის 112-ს, სამართალდამცავებს და წითელი ჯვრის გორის ოფისს უკვე მიმართეს.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42