სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 17:42, 31 May, 2016     4996
თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სასამართლოს განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის ცვლილება რამდენჯერმე მოხდა. სასამართლოს განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლის განსაზღვრის საკითხი.

პირველ რიგში, გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ხმები ამგვარი ცვლილების სამჯერ ან მეტად განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2015 წლის 28 დეკემბერს და დაეწერა მოსამართლე ლილი ტყემალაძეს. 2016 წლის 15 მარტს მოსამართლე ლილი ტყემალაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების მიზეზით, აღნიშნული და მოსამართლის განხილვაში არსებული სხვა საქმეები, მათი განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გადაეცა სასამართლოს კანცელარიას ხელახალი განაწილებისათვის. აღნიშნულის შედეგად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე დაეწერა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს. აქვე განვმარტავთ, რომ სასამართლოს კანცელარია სამოქალაქო საქმეებს ანაწილებს ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. როგორც მოსამართლე ლილი ტყემალაძეზე, ასევე მოგვიანებით მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განაწილება განხორციელდა აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

განსაკუთრებით გვინდა გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მოსამართლეთა პროფესიულ და პიროვნულ შეურაცხოფას, არამედ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ამგვარი ზეგავლენის მცდელობა.

მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გავრცელებისგან, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ.

საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებს მიეცეთ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე არაა უფლებამოსილი ჩაერთოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო დებატებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველას პასუხისმგებლობას ─ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის შეფასებას. შესაბამისად, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ იმგვარი ქმედებების განხორციელებისა ან განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევის მცდელობად და ხელს შეუშლის სამართალწარმოების სრულყოფილად განხორციელებას.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42