გამოცემა წერს, რომ დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა.
kutaisitoday.com- ის ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ჩიხლაძე მათი ხელქვეითების საქციელისთვის და ამავე დროს ხელმძღვანელი პირების არადროული ინფორმირებისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
მღებრიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მერაბ ჩიხლაძე როტაციის შედეგად კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ზესტაფონისა და ტყიბულის სამმართველოს უფროსებს პრესსამსახურის თქმით, მათ მიმართ გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






