ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა
სამართალი - 10:48, 31 May, 2016     1869

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დანაშაულის ფაქტი აღკვეთა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე უკრაინის მოქალაქე ვიტალი კოსტუჩენკო და საქართველოს მოქალაქეები, ელხან მუსტაფაევი და აკიფ ხალილოვი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელიც აერთიანებს უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს. ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 000 ლარად რეალიზაციის დროს.

ზემოაღნიშნული ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში გაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე ნაწილის „ა“ პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42