მოსამართლეთა კოლეგიის აცილების კიდევ ერთხელ დაყენებას არ გამორიცხავს რ2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი:
„ნათლად ვხედავთ სასამართლო როგორ არის მოტივირებული, რომ სასწრაფოდ დაამთავროს ამ თემაზე მსჯელობა. სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლო შეეცდება, რომ ამ პროცესზევე დაასრულოს საქმის მსვლელობა. გამომდინარე იქიდან რომ სასამართლოს ქმედებები აჩენს ეჭვს მათ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, ეს გახდა აცილების საფუძველი არაერთხელ მაგრამ მათ არ აიცილეს. შესაძლებელია მათი აცილების საკითხი ამ პროცესზეც დავაყენოთ“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით მოსამართლეებს მიცემული აქვთ დავალება და ვადა, რომ ძალიან მალე დაასრულონ რ2-ის საქმის განხილვა და ძალაში დატოვონ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება:
„გრძელდება და ვვარაუდობთ რომ დღეს დასრულდება რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში. მოსამართლეებს მიღებული აქვთ დავალება და ეს დავალება არა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ძალაში უნდა დარჩეს ძველი გადაწყვეტილება და რ2 უნდა მიეკუთვნოს ქიბარ ხალვაშს, არამედ მიწოდებული აქვს ე.წ დედლაინი, ანუ ბოლო ვადა და სასამართლო ძალიან მალე აპირებს ამ გადაწყვეტილების მიღებას. ცხადია ეს გადაწყვეტილება არ იქნება ობიექტური და არ იქნება კონკრეტულად ამ მოსამართლეების მიღებული. ეს იქნება ხელისუფლების ორგანოებში დაწერილი, რომელსაც უბრალოდ სასამართლოში გაახმოვანებენ.“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






