,,ივანიშვილი გაიქცევა, შენ სად მიდიხარ წულუკიანო, არარაობავ?" - გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე
სამართალი - 19:08, 30 May, 2016     15450
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალ 10:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პროტესტი მოჰყვა:

„ყველას მოვუწოდებ, ხვალ სავარაუდოდ ეს სასამართლო ეცდება დაასრულოს რუსთავი 2, არ მივცეთ საქართველოს მტერს, ბიძინა ივანიშვილს და ამ მტრის მანქურთებს, მათ შორის ამ მოსამართლეებს, ამ სასამართლოს თავმჯდომარეს და მთელ სასამართლო ხელისუფლებას, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას, საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დასრულების უფლება. ყველაფერი მიდის აქეთ, დღეს სააპელაციო სასამართლომ სწორედ ეს განცხადება გააკეთა. ეს არ არის სასამართლო, მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, გამოცხადდით ხვალ დილის ათ საათზე საქალაქო სასამართლოში, გამოცხადდით და თქვენი თვალით ნახეთ, ქართული დემოკრატია როგორ პროგრესირებს, როგორ ემზადება ბიძინა ივანიშვილი არჩევნებისთვის, რუსთავი 2-ის გარეშე და ფაქტია, რომ სასამართლოს გარეშე, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ნამდვილად აღარ არსებობს, ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ ვეღარ მოიპოვებს, ვერცერთი პოლიტიკური პარტია მათ შორის, თუნდაც გაიმარჯვოს არჩევნებზე ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ, ეს სასამართლო წაართმევს მათ ამ გამარჯვებას. ამიტომ, გამოცხადდით აქ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ რუსთავი 2-ის ჩაქრობა, სამომავლოდ ტქვენი საარჩევნო უფლების წართმევა ბიძინა ივანიშვილის მანიაკალური, დაავადებული, ბოდვაში მყოფი გრაფომანის გამარჯვება ამ ქვეყანაში, ამ სამი არაადეკვატური, სამარცხვინო ქალბატონის მეშვეობით, რომლებიც სასამართლოს გარდა ყველაფერი არიან. მათ ვეკითხები პირდაპირ ეთერში, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან აუცილებლად გაიქცევა, იმიტომ რომ არჩევნებს წააგებს, თქვენ სად მიდიხართ? როგორ დაემალებით მართლმსაჯულებას? რომელიც ძალიან მკაცრი იქნება. შენ სად მიდიხარ თეა წულუკიანო? ნამდვილად სამარცხვინო ადამიანო, არარაობავ, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე პირადი თვალსაზრისით. სად დაემალები მართლმსაჯულებას? როგორ აპირებ პასუხი აგო? შენი დაწერილი გადაწყვეტილებები მოგრჩება უკან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42