რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან ის გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა, რომლის საფუძველზეც რუსთავი 2 - ის მხარემ მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგგომლობა დააყენა.
"ჩვენ დავაყენეთ აცილების შუამდგომლობა იმ ინფორმაციიის საფუძველზე რომელსაც უტყუარად ვფლობთ სამი ადამიანის მეშვეობით. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა შემომითვალა რომ მას ესაუბრა მისი მრევლის წარმომადგენელი ეს არ იყო აღსარება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უბრალოდ ინფორმაცია მისცა რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და პრაქტიკულად დაწერილია გადაწყვეტილება იუსტიციის სასამართლოში. თეა წულუკიანის წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას სასამართლო კოლეგიაზე. როგორც ჩანს ორმა კოლეგიამ ამ ზეწოლას გაუძლო, ამჟამინდელი კოლეგია კი ყველა ინდიკაციას ამჟღავნებს, რომ ეს კოლეგია ნამდვილად მიკერძოებულია და ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც თეა წულუკიანის მიერ წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ეს კოლეგია ამ გადაწყვეტილებით სამართლიანი სასამართლოს გარეშე დაგვტოვებს"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ პროკურატურასაც და სასამართლოსაც მიაწოდოს იმ სასულიერო პირის სახელი ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






