პროცესის დაწყებამდე მხარეების ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. როგორც რუსთავი 2 - ის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, დღეს მათი მხრიდან რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენება არ იგეგმება.
"დაიწყება სააპელაციო სარჩელის განხილვა. ამ ეტაპზე დაგეგმილი არ გვაქვს რაიმე შუამდგომლობის დაყენება.თავდაპირველად დაიწყება იმ განჩინებების კანონიერების შემოწმება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იყო მიღებული, რომლითაც მტკიცებულებების წარდგენაზე გვეთქვა უარი, ასევე უარი გვეთქვა მტკიცებულებათა ამორიცვხვაზე და მოსამართლის აცილებაზე. ამის შემდგომ გადავალთ ძირითადი შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებაზე"- აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
"რუსთავი 2 - ის" - საქმის განხილვამდე კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა. პაატა სალიამ ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული.
"უნდა დავიწყოთ იმ განცხადებების, იმ საჩივრების განხილვა, რომელიც რომელიც წარმოდგენილია "რუსთავი 2-ისა" და ტელეკომპანია "საქართველოს" ასევე ძმები ყარამანიშვილების მიერ, იმასთან დაკავშირებით რომ პირველი ინსტანციის მიღებული განჩინებები უნდა გაუქმდეს"
მასალის გამოყენების პირობები






