როგორც "ნიუპოსტს" ყოფილმა სამართალდამცავმა განუცხადა, კორცხელის ინცინდენტში მონაწილე პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საარჩევნო უბანთან ადამიანებს ცხელ კვალზე უნდა დაეკავებინათ.
„ჩვენი ლიგა აცხადებს შემდეგს, რომ 2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მოხდა ვანდალიზმი, რომლის დროსაც მოხდა საზოგადოებრივი წესრიგის, მასობრივი, აშკარა და უხეში დარღვევა და გამოიხატა საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, რასაც ახლდა ძალადობა და ძალადობის მუქარა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაზიანებები მიიღეს არასრულწლოვნებმა, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, პარლამენტის დეპუტატებმა, ჟურნალისტებმა, ერთ-ერთს ტელეფონიც კი წაართვეს. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის ფორმიან თანამშრომლებს.
სახელმწიფოს მიერ არ მოხდა ამ ფაქტის სამართლებრივად სწორი შეფასება. ეს გახლავთ კლასიკური ხულიგნობა, სამყაროს ნებისმიერი იუსრისტი გეტყვით ამას, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, ქმედება, როდესაც უხეშად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატულია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობა პირთა კგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ამ შემთხვევაში მომარჯვებული საგნების გამოყენებით. ეს არის კლასიკური ხულიგნობა, რომელიც ითვალისწინებს მაღალ სანქციებს და საუბარი იმაზე, რომ რაღაც მუხლი არის ან არ არის, არის სრულიად წარმოუდგენელი თემა. დღისით ადგილობრივი არჩევნების დღეს, სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სადაც შეკრებილია უამრავი მოხუცი, ქალი, ბავშვი, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, მიმდინარეობს დროში ხანგრძლივად, ცემა, გვემა, გინება და ეს განგრძობადია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის კლასიკური ხულიგნობა.
ასევე უნდა მიმდინარეობდეს გამოძება 118-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, 117-ე მუხლი, რომელიც არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, აქვე არის ხულიგნობა, უნდა იყოს ცემაც. აქვე უნდა იყოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამ თითოეულ მუხლს აქვს უმაღლესი, ძალიან მკაცრი სანქციები" - აცხადებს ჭაია და სამართალდამცავთა მხრიდან მსგავს შემთხვევებში პრევენციული ღონისძიების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,როდესაც ეს დანაშაული ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ თავიდან აიცილოს ან დანაშაულის პრევენციული ღონისძიება გაატაროს. პრევენცია ვერ გააკეთა, აღკვეთა ვერ შეძლო და ვერ დააკავა. ბუნებრივია, ყველა ის პირი, რომელიც ჩადიოდა თვალნათელ დანაშაულს, უნდა მომხდარიყო მათი დაკავება მაშინვე. არცერთ ამ მუხლს არ იყენებენ და სამართლებრივი დევნა არ ხდება.
თუ დაუყოვნებლივ ვერ მოახერხეს მათი დაკავება, ყველა მათგანის იდენტიფიცირება მალევე მოხდა და მათი დაკავება უახლოესი საათების განმავლობაში უნდა მომხდარიყო. ეს არის სამართლებრივი პროცედურები, ზღაპრებია ის, რომ დაკითხვები მიმდინარეობს და ექსპერტიზას ელოდებიან. დანაშაული მოხდა და ამის ამსახველი კადრები არსებობს. ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა ზაზა ჭაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






