ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ადვოკატი პროკურორი ნინო აღლემაშვილის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ "სპეცკავშირმშენმა" ოფიციალურად შეთავაზა და თავდაცვის სამინისტროში დაარეგისტრირა უფასო შეთავაზების შესახებ წინადადება. ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ პროკურორი ტყუილში ამხილა და ბრიფინგზე სამხილები (თავდაცვის სამინისტროს 11.02.2015 წერილი) წარადგინა, რომლითაც საპირისპირო მტკიცდება.
‘’პროკურორი ნინო აღლემაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. შეცდომაში შეყავს საზოგადოება და ჟურნალისტები... ავთანდილ ჭოლოკავამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საწინააღმდეგო, "სპეცკავშირმშენს" არავითარი ოფიციალური შეთავაზება თავდაცვის სამინისტროსთვის არ გაუკეთებია და არ დაურეგისტრირებია. პროკურორი აღლემაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საქმეში ეს დარეგისტრირებული მასალები დევს. "კაბელების საქმეში", რეალურად დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ჭოლოკავას და მის კომპანია "სპეცკავშირმშენს" არავითარი ოფიციალური შეთავაზება უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია! პროკურატურა იტყუება!’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






