"ტელეფონი წამართვეს და ფოტოები წამიშალეს" - პოლიცია ჟურნალისტებს კორცხელის ინციდენტზე კითხავს
სამართალი - 18:29, 23 May, 2016     3646
სამართალდამცავები იმ ჟურნალისტებს კითხავენ, რომლებიც გუშინ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას აშუქებდნენ. ჟურნალისტების განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მედიის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

დაკითხვაზე იმყოფება "რუსთავი 2"- ის კორესპოდენტი ემა გოგოხიაც.

"კამერის გამოჩენისთანავე ისინი მიმალვას და სახის დაფარვას შეეცადნენ. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მოვახერხეთ მათი გადაღება. ისინი მოგვიანებით საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და მათი გამოჩენისთანავე სიტუაციის დაძაბვა დაიწყო. აგრესიის გამომწვევი მიზეზი იყო მედიის შეკითხვები, თუ რატომ იყვნენ ჩამოსულები, ვის დავალებას ასრულებდნენ, როგორ მოხვდნენ საარჩევნო უბანზე... მათი მხრიდან აგრესიული ქმედებები ხორციელდებოდა ოპერატორების მიმართაც, მათ ქვები ესროლეს"- აღნიშნა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ.

ჟურნალისტ ირმა მესხიას თქმით, კი სამართალდამცავებმა მისი კუთვნილი ტელეფონი უნდა დაათვალიერონ, რადგან მას რესტორანში გადაღებული ფოტოები წაუშალეს.

"რესტორანში გადავიღე რამდენიმე კადრი, რის შემდეგაც ისინი მოვიდნენ ჩემთან, წამართვეს ტელეფონი და წამიშალეს კადრები. მითხრეს როგორ გავბედე მათი გადაღება, მითხრეს რომ ისინი არიან ის პირები ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრები აფორთხიალეს. რომ ვკითხე სად მიჰქონდათ ტელეფონი მითხრეს, რომ შს სამინისტროში. რომ ვიკითხე ისინი შს სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ თუ არა? მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო"- თქვა ჟურნალისტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42