ბეროზაშვილების ოჯახზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას შსს უარყოფს - საქმეს გენინსპექცია სწავლობს
სამართალი - 22:31, 20 May, 2016     3465
ბეროზაშვილების ოჯახი პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ინციდენტი თბილისში გადასასვლელ ხიდთან მოხდა. ეთერ ოქრუაშვილი ჰყვება, რომ ხუდადოვის ქუჩაზე პოლიციასთან დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა მისი ვაჟი ლაშა ბეროზაშვილი დას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ეთერ ოქრუაშვილის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ორივე შვილი ცემეს, მათ შორის 4 თვის ორსული ქალბატონი და შემდეგ კი დააკავეს და კუკიის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ეთერ ოქრუაშვილი ამბობს, რომ პოლიციას მასაც სცემდა, რის გამოც ქალბატონი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და მოგვიანებით სახლში გაწერეს.

ქალბატონი ამტკიცებს, რომ ფიზიკური დაზიანებები, რომელიც სხეულზე აღენიშნება, მას პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს.

ბეროზაშვილები აცხადებე, რომ პოლიცია მათ ძმის წარსულის გამო გაუსწორდა. ლაშა ბეროზაშვილი რამდენჯერმე ნასამართლევია.

ბეროზაშვილების მიმართვის საფუძველზე მომხდარს გენინსპექცია სწავლობს.

,,ნიუპოსტი“ მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ბეროზაშვილების ოჯახის ბრალდებას უარყოფენ. მათი განმარტებით, ლაშა ბეროზაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს(პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), ხოლო ხათუნა ბეროზაშვილი ადმიისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება ).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42