მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით დაყადაღებულ TV საქართველოს წილებს სააპელაციო სასამართლომ ყადაღა მოუხსნა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
„რისთვისაც იქნა გამოყენებული ეს სარჩელის ღონისძიების უზრუნველყოფა, ემსახურებოდა იმ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფას, რომელიც სავარაუდოდ, შემდგომში უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ეს სასარჩელო მოთხოვნა და გაუგებარია თუ არ დააკმაყოფილა გადაწყვეტილებით, იმავე დღეს რატომ დატოვა მისი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ეს იყო ძირითადი უკანონობა, შესაბამისად, არ იყო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნობრიობა სახეზე, რისთვისაც უნდა ყოფილიყო დარჩენილი ძალაში ეს ღონისძიება. ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად საფუძველი არ ქონდა ძალაში დაეტოვებინა. როგორც ეს იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებულირუსთავი 2-ის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ, ჩვენ შევეცდებით, რომ ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილი.
ამ განჩინებას რუსთავი 2-ის და TV საქართველოს იურისტები ელოდებოდნენ 8 თვე. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი საჩივრის განხილვის ყველა ვადა დარღვეული იყო როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში.
მასალის გამოყენების პირობები






