წაიყვანეს მხოლოდ 10 მოწმე, რომლებიც იყვნენ მსჯავრდებულების მეგობრები - შოთაძე ე.წ კაბელების საქმეზე
სამართალი - 21:24, 19 May, 2016     3282

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ კაბელების საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება. შოთაძე საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებებზე აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები საქმის პოლიტიზირებისკენ არის მიმართული. მისი განცხადებით, დაცვის მხარემ სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლო, რომლებიც დაამტკიცებდნენ ბრალდებულთა უდანაშაულობას:

„დაცვის მხარე არანაირ მტკიცებულებებზე არ საუბრობს, იმიტომ, რომ მათ მტკიცებულებები უბრალოდ არ აქვთ. სასამართლოში მათ ვერ წარადგინეს ვერანაირი მტკიცებულებები. წაიყვანეს მხოლოდ 10 მოწმე, რომლებიც იყვნენ მსჯავრდებულების მეგობრები და მათ შორის დაკითხეს ჩვენი პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, რომელსაც რატომღაც უნდა მიეცა დაცვის სასარგებლოდ ჩვენება. შესაბამისად არანაირ მტკიცებულებებზე არ არის საუბარი. მიდის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები. მოტივიც არსებობს, მიზანიც არსებობს, განზრახვაც არსებობს. დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ პირადი ურთიერთობა გამარჯვებულ კომპანიებთან. არსებობს მათი კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის სატელეფონო, მათ შორის პირადი შეხვედრები, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათი მოტივი იყო, რომ დახმარებოდნენ კონკრეტულ კომპანიას, რომ მათ მიეღოთ სარგებელი,“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42