საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს ე.წ კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კი მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გარკვეული ჯგუფები საქმის პოლიტიზირებას ცდილობენ.
განცხადებას ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი ლევან სამუშია პასუხობს და მოუწოდებს ირაკლი შოთაძეს „ნუ იმალება“:
„ჩვენ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, ასევე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ნუ იმალებიან და ნუ საუბრობენ მხოლოდ ერთი მხრიდან. გამოვიდნენ საჯაროდ ნებისმიერ დებატებში, თუნდაც წამყვანად მოიყვანონ მოსამართლე ბუგიანიშვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და ეს საზოგადოებამ შეაჯეროს, ვის მხარეს არის სამართალი, ვინაიდან სასამართლოს ნდობა არ გააჩნია, ჩვენ ავირჩიეთ მსგავსი ფორმატი“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასულ კვირას ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ სცნო და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






