შოთაძე - კაბელების საქმეს ეს ჯგუფები პოლიტიკურ ელფერს აძლევენ
სამართალი - 17:33, 19 May, 2016     2920

საქართველოს მთავარი პროკურორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი შოთაძე მათ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, ბრალდებულთათვის 7 წლიანი პატიმრობის შეფარდების თემას დიპლომატებს დეტალურად წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე მთავარმა პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც მოყვანილია ამ საქმის მტკიცებულბების ნაწილი.

დიპლომატიური კორპუსისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებამდე, ირაკლი შოთაძემ შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საქმის განზრახ პოლიტიზირება:

„როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ე.წ. კაბელების საქმეზე რამდენიმე დღის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 5 პიროვნება, ჩვენს მიერ ბრალდებულად ცნობილი 5 პიროვნება ამ სისხლის სამართლის საქმეზე, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ისე, რომ სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და ჯერ არ გამოქვეყნებულა სამოტივაციო ნაწილი, ანუ ის ნაწილი, სადაც მოსამართლე მსჯელობს იმ დასაბუთებაზე და მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც მოხდა ჩვენი ბრალდებულების გამტყუნება, დამნაშავედ ცნობა, საჯარო ეთერის საშუალებებით, რიგი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და სხვათა მხრიდან, ეს გადაწყვეტილება უკვე მონათლულია უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად.

მე მაქვს კითხვა, რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობაზე და უკანონობაზე, როდესაც ეს განაჩენი თვალით არავის არ უნახავას?

ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42