საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელის განსახილველად მიღების საკითხზე მსჯელობს
სამართალი - 15:03, 19 May, 2016     2231

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს N740 კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.

მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (კონსტიტუციური სარჩელის სრული ვერსიის სანახავად მიყევით ამ ბმულს).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, დანაშაულად არის გამოცხადებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა იძულება, მითვისება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, დოკუმენტის გაყალბება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პროკურორის უფლებას, გადაწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების საკითხი, აგრეთვე ადგენს მტკიცებით სტანდარტებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპს. სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის საფუძვლებს.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არის ბუნდოვანი, კერძოდ, ისინი არ არის ჩამოყალიბებული საკმარისი სიცხადით, ვერ აკმაყოფილებს ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის კონსტიტუციურ პრინციპებს და, ამდენად, იძლევა მათი არაკონსტიტუციურად განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, ისინი არღვევენ თანასწორობის, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს, აგრეთვე სათანადო მტკიცებულებების გარეშე პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კანონის გარეშე პასუხისმგებლობის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42