როგორც "ნიუპოსტს" ბიზნესმენმა განუცხადა ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ გამოიძიოს მისი საქმე.
კერძოდ, შოშიაშვილი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლების დროს მას უკანონოდ დაუყადაღეს 5 მილიონიანი ქონება.მათ შორის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს და დანგრეულ შენობაში მილიონი გადაახდევინეს.
ბიზნესმენის განცხადებით, საქმეს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი იძიებს, თუმცა გამოძიება ჭიანურდება.
"2012 წლის აპრილის თვეში, წინა ხელისუფლების მხრიდან მოხდა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა, რის შედეგადაც ჩემმა ოჯახს მიიღო ძალიან დიდი ფინანსური ზარალი. ფაქტობრივად მოხდა ის რომ მე ქვების ხროვაში გადავიხადე მილიონი დოლარი. ამ საქმის გამოძიება მაშინვე მოვითხოვე, რაც ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა 4 წელის მხოლოდ ტყუილებს ვისმენთ. გასაგებია, რომ პირველ წელს ძალიან ბევრი საქმე იყო, თუმცა არც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტს გაუკეთებია რამე, რომელიც სწორედ მსგავსი საქმეების გამოძიებით უნდა იყოს დაკავებული. ეს დეპარტამენტი არის არაფრისმაქნისი. რაც ეს დეპარტამენტი არსებობს, მხოლოდ 5 ავტომობილი დაუბრუნდა დაზარალებულს, იმ პირობებში, როცა დეპარტამენტს უდიდესი ფინანსური რესურსი აქვს და დაკავებულია მხოლოდ პრემიების და დანამატების მიღებით"- აღნიშნა ბიზნესმენმა.
ვალერი შოშიაშვილი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერისთვის წართმეული ქონების დაბრუნების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
"ხელისუფლებაში მოვსლისთანავე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისუფლად, ყოველგვარი დეპარტამენტის გარეშე, ყოველგვარი გამოძიების გარეშე შეძლო წინა ხელისუფლების მიერ მიტაცებული 80 მილიონის დაბრუნება. მაში როცა მე და ათობით ჩემნაირი დაზარალებული 4 წელია ელოდება სამართლიანობის აღდგენას"- აცხადებს შოშიაშვილი.
მისი თქმით, მიღებული სტრესის გამო მის ჯანმრთელობა შეარყია თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას.
"6 თვის წინ თავის ტვინის ურთულესი ოპერაცია გავიკეთე, ექიმები კატეგორიულად მიკრძალავდნენ ამ ფორმისთვის მიმემართა, თუმცა ამან რაღაც შედეგი გამოიღო. კონკრეტულად: დამიბარეს პროკურატურაში, სადაც მითხრეს რომ საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მათ მოითხოვეს მაქსიმუმ ერთი კვირა, რის შემდეგადაც ჩემი საქმე გახდება საჯარო და დადგება კონკრეტული შედეგი"- თქვა ბიზნესმენმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






