ფოთის პოლიციის უფროსს, ზურაბ ალანიას იგივე (ყულაბას) თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
სავარაუდოდ სწორედ ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დაიწყო შს სამინისტროს გენერალური ინსპექციამ მოკვლევა შესაძლო სამსახურეობრივ გადაცდომაზე.
"ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი გადაცდომის საქმეზე შემოწმებას ატარებს.
"აღნიშნული პიროვნება დღეიდან აღარ იკავებს თავის თანამდებობას, იგი გადაყვანილია შსს-ს კადრების განკარგულებაში და დარჩება იქ, ვიდრე შსს-ს გენერალური ინსპექცია არ დაასრულებს სამსახურებრივი გადაცდომის შემოწმებას და არ დადებს შესაბამის დასკვნას", - განაცხადეს შსს-ში.
ცნობისთვის, ზურაბ ალანია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას ნათესავია. ზურაბ ალანიას დანიშვნისას, ბესელია მასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფდა და აცხადებდა, რომ მას რეკომენდაცია პროფესიონალიზმის ნიშნით თავად გაუწია.
-"პოლიციის უფროსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მე ვიღებ. მე მას რეკომენდაცია გავუწიე. ის არის ჩემი ნათესავი. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხარ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი, გყავდეს აქ პროფესიონალი კადრი, ვისი ნდობაც შეიძლება. ის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა პოლიციის," - აცხადებდა მაშინ TSpress- თან საუბრისას ბესელია.
რაც შეეხება უშუალოდ ზურაბ ალანია, მას ბოლო ორი დღეა ტელეფონი გათიშული აქვს განყოფილებაში კი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.
მასალის გამოყენების პირობები






