ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეხმაურება. სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან მიმართებით თავიდანვე არსებობდა კითხვის ნიშნები.
ომბუდსმენი მოსამართლის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელის, რის შედეგადაც ვრცელ შეფასებას გააკეთებს:
„ჩვენ ასევე ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი დაედო საქმეს, რამაც შეზღუდა ადვოკატების წვდომა მასალებზე. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეზე განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც კითხვის ნიშნები ამ საქმეზე ნამდვილად პირველივე დღიდან არსებობდა,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






