,,2015 წლის 10 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მე-2 მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ მე-2 მოსმენით მიღებულ ტექსტში გასწორდა რამდენიმე საკითხი, რომელიც “კოალიციის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეფასებით აზიანებდა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკითხებისა კვლავ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, კანონპროექტში გაჩნდა არაერთი საფრთხის შემცველი ახალი რეგულაცია“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომიტეტის საჯარო სხდომები არ ყიო ხელმისაწვდომი, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭირვალობას.
,,სამწუხაროდ, კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის შემდგომ, პირველი მოსმენით განხორციელებული ცვლილებები და მე-2 მოსმენაზე დაყენებული ახალი ინიციატივები კომიტეტის სხდომამდე საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი, რაც აზიანებს პროცესის გამჭვირვალობას და ხელს უშლის საზოგადოებრივი დისკუსიების წარმართვას, რაც თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია.
გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, რეფორმების განხორციელების საჭიროება კრიტიკის საგანს ან მოულოდნელობას არ წარმოადგენს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცვლილებები არ ქმნიდეს განცდას, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით არის განპირობებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე ერთგვარ ნეგატიურ რეაქციას წარმოადგენს“ - ნათქვამია განცხადებაში. ტექსტი ვრცლად იხილეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






