თბილისის სააპაელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა. სასამართლოს მიმდინარეობას არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებიან.
მოსამართლეთა კოლეგიამ პროცესის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 500 ლარით დააჯარიმა, მათ ნიკა გვარამიას ბრალი დასდეს „უხამს შეფასებაში“ და განაცხადეს, რომ მისი განცხადებები სასამართლო პროცესის ჩაშლის მცდელობას ემსახურება.
„სასამართლო ჩვენ ისევ არ გვყავს, პირველმა ინსტანციამ წაგვართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, გვართმევს მას აპელაციაც, პროცესზე ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიმართ აბსოლუტურად არაადეკვატურ დამოკიდებულებას. მოსამართლე პროცესზე იქცევა როგორც მხარე, პრაქტიკულად არ საუბრობს მოწინააღმდეგე მხარე, რადგან სასამართლო კოლეგიამ ეს პროცესი გადააქცია „რუსთავი 2“-სა და მას შორის პაექრობად, ჩვენ სისტემატიურად გვეზღუდება გამოხატვის თავისუფლება, პროცესუალური უფლებები, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს დამოკიდებულებაზე იმასთან დაკავშირებით რაც ხდება.
ჯარიმა, რომელიც მე დამეკისრა, სრულიად კომიკურია, არაერთხელ მოვითხოვე განმარტება და ბოლოს მოსამართლემ განმიცხადა, დამაჯარიმა იმიტომ, რომ ვთქვი, ისინი კონკრეტული ნების აღმსრულებლები არიან და არა მართლმსაჯულების განმახორციელებლები, ეს არის ჩემი შეფასება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ ქალბატონი ნაზღაიძის მისამართით ამ შეფასებას, ნამდვილად ჩემი კანონიერი უფლებაა და არავის შეურაცხმყოფელი არ არის.
ეს კოლეგია არ ახოცრიელებს მართლმსაჯულებას, ახორციელებს კონკრეტულ დავალებას, ეს დავალება უკვე აღსრულებული, გადაწყვეტილებაც უკვე დაწერილია და ეს კოლეგია ცდილობს მისცეს ამას სასამართლო სახე, ამის უფლებას ჩვენ მას არ მივცემთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






