თბილისის სააპაელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა. სასამართლოს მიმდინარეობას არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებიან.
„აბსოლუტურად ვიზიარებ ტერმინ „განუკითხაობას“, ნამდვილად ასეა დღევანდელ პროცესზე, რადგან ჩვენს მხარეს პრაქტიკულად არ ეძლევა საუბრის საშუალება. მოსამართლე თითქმის წუთში ერთხელ აწყვეტინებდა ყველა გამომსვლელს საუბარს, როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ჩვენს ადვოკატებს, მისთვის მიუღებელი იყო ყველა ის შეფასება, რასაც ჩვენი ადვოკატები აკეთებდნენ, შესაბამისად, შემდეგ უკვე დადგა შუამდგომლობა, რომ მოხდეს ნატა ნაზღაიძის, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის აცილება, ასევე პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, ახლა სასამართლო მსჯელობს ამ შუამდგომლობაზე, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. ვინაიდან უკვე ღია ტენდენცია არის გამოცხადებული, რომ რამენაირად „რუსთავი 2“-ს არ მიეცეს თავისი აზრისა და სიტყვის გამოხატვის საშუალება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






