ტელეკომპანიების „რუსთვი 2“-ის და „საქართველოს“ ინტერესების დამცველის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მიმართავენ შეკითხვით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის მოწილე - ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების საკითხზე. ბიბილაშვილის თქმით საბოლოო საკითხის დასრულებისკენ სასამართლო ისე მიდის, რომ შუალედური საკითხი არ გადაუწყვეტია, რაც სასამართლო პროცესების საეჭვო გარემოებებზე მიანიშნებს:
„ყადაღის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ცნობილი 8 იანვარს, თუ მივყვებით საპროცესო ვადებს. ეს ვადა დაირღვა თავიდან მოსამართლე ურთმელიძის გამო, რომელმაც ყველა საპროცესო ვადის დარღვევით 5 დღის ნაცვლად 48 დღეში გადმოაგზავნა საქმე სააპელაციო სასამართლოში. შემდეგ სააპელაციომ განაცხადა, რომ მათ არ უნდოდათ რომ მათ გამო ზიანი მოგვდგომოდა და დაიწყებდნენ საქმის განხილვა, თუმცა 2 თვეა პროცესი მიმდინარეობს და პასუხი არ მიგვიღია, რაც მიანიშნებს იმას რომ ის საეჭვო გარემოებებში მიმდინარეობს. დღეს პირველ რიგში ამ საკითხს დავაყენებთ, რომ შუალედური საკითხის გადაუწყვეტად საბოლოო საკითხის დასრულებისკენ მივდივართ რეალურად.“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






