კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ჩვენება შეცვალა- ლევან ქარდავა სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს
სამართალი - 17:54, 10 May, 2016     5003
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრების უკანონო მოსმენასა და ფარულ ჩანაწერების გაკეთების საქმეზეა ბრალდებული სამართალდამცავ უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა ლევან ქარდავამ ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალს აღარ აღიარებს. ქარდავას თქმით 2012 წელს გამოძიებამ მისგან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიიღო. ქარდავა კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და ზეწოლაში შს მინისტრის ყოფილ მოადგილეებს - გელა ხვედელიძესა და ალეკო ტაბატაძეს, ასევე იმჟამინდელი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მჭედლიშვილს და პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს მიქაბერიძეს ადანაშაულებს.

„შემოდის ხვედელიძე და მეუბნება, რომ შენ დაკავებული ხარ და ხო იცი ახლა ვინც გვჭირდება და ჩვენება უნდა მოგვცეო პროკურატურაში მიგვიყვანეს და დაგვკითხეს ის ჩვენება, რაც თქვენ მოგეცით, ეს ჩვენება მივეცი. გადის გამომძიებელი და გააქვს ეს ჩვენება სადღაც, არ ვიცი სად, შემოდის და მოყვება მიქაბერიძე „საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი“ იყო მაშინ, კბილაშვილის პროკურატურას ვიძახი. ხოდა მჭედლიშვილს თაბახის ფურცელი უჭირავს ხელში, ფურცელს აგდებს მაგიდაზე და ამ გვარებზე გვაინტერესებს ჩვენებებიო და ვკითხე რა გინდათ ჩემგან მეთქი, პატარა ბავშვები იყვნენ 18-19 წლის ჰაკერები ამათ არასოდეს არ გავუშვებთ თუ ჩვენებას არ მოგვცემთო. რა გინდათ მეთქი, დაწერე-მეთქი რაც გინდა და მე ხელს მოვაწერ, ოღონდ თავი დაენებებინათ ჩემთვის. რამოდენიმე ჩვენება ედო მეორე გამომძიებელს, ამოიღო რაღაცეები ამ ჩვენებებიდან და დამიდო წინ მოაწერე ხელიო, არც კი გადამიკითხავს უბრალოდ, იმ ეტაპზე რომ დაენებებინათ ჩემთვის თავი, არმომხდარიყო კიდევ რაიმე ზეწოლები სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ, მე უბრალოდ მოუწერე მათ ხელი“- განაცხადა ლევან ქარდავამ სასამართლო პროცესზე.

ქარდავას თქმით მას გადაწყვეტილი ქონდა, რომ სიმართლე სასამართლო პროცესზე ესაუბრა და მის მიერ ჩვენების შეცვლაც ამას უკავშირდება.

როგორც ლევან ქარდავა ამბობს, 2012 წელს მათ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის პირადი დაცვის წვერების მოსმენა კანონიერი ბრძანების მიღების შემდეგ განხორციელდა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს, ბესიკ სურმავას, როგორც ლევან ქარდავა ირწმუნება, ის მუდმივად თანამშრომლობდა და ის იყო ძალოვანი უწყების სპეციალური აგენტი, რომელიც ამ საქმიანობაში პერიოდულად გასამრჯელოსაც იღებდა.

ბესიკ სურმავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაში ნათქვამ ფარულ ჩანაწერებსა და ამ ხერხით მის დაშანტაჟებას კი ლევან ქარდავა აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები რეალურად არ არსებობს. ქარდავას საქმის პროკურორის თქმით, ამ განცხადებებზე პროკურატურაში მოკვლევა დაიწყება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42