ე.წ. კაბელების საქმის ცრუ ჩვენებები და შეცვლილი დასკვნითი სიტყვა - ადვოკატი შოთაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს
სამართალი - 15:29, 09 May, 2016     5997
ე.წ. კაბელების საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ფაზაში შევიდა.

რეზონანსული საქმის განხილვა 11 მაისს განახლდება. ცნობილია, რომ პროცესზე თავდაცვის სამინისტროს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

მანამდე კი განცხადება გააკეთა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა.

„ე.წ. კაბელების საქმეზე ჩვენი მოლოდინი, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია“ - თქვა ირაკლი შოთაძემ და არგუმენტად ბრალდების მხარის მიერ საქმეზე უტყუარი მტკიცებულების წარდგენა დაასახელა.

შოთაძის განცხადებას იმავე დღეს უპასუხა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ქუჩის აქციებით იმუქრება იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატმა ლევან სამუშიამ „ნიუპოსტთან“ აღნიშნა, რომ პროკურატურას არავითარი უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია.

ადვოკატი და "თავისუფალი დემოკრატები" იმედოვნებენ, რომ მოსამართლე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.

თავდაპირველად საქმის მასალები სრულიად გასაიდუმლოვდა და პროკურატურამ დაცვის მხარეს მათ გადაცემაზე უარი უთხრა. ომბუდსმენის, პარლამენტისა და ადვოკატების მოთხოვნის შემდეგ საქმის უმეტეს ნაწილს გრიფი მოეხსნა და მაღალჩინოსნების დაკავებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი დაცვის მხარეს გადაეცა. საბოლოო ჯამში კი ხუთივე დაკავებული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

„ნიუპოსტი“: ქვეყნის მთავარი პროკურორის განცხადებით დავიწყოთ, ირაკლი შოთაძეს მოლოდინია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენს გამოიტანს...

- შოთაძის განცხადება არის სასამართლოზე ზეწოლა. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მთავარი პროკურორის განცხადებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ბრალდება არ არსებობს. ეს იყო გამოგონილი ბრალი და გამოძიება თავიდანვე ტენდენციურად და უხეში საპროცესო დარღვევებით მიმდინარეობდა. მოწმეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ეს დადასტურდა პროკურატურის მოწმის ჩვენებით, კერძოდ გამოძიებაში დაკითხული მოწმეების ჩვენებები არის იდენტური - ამას ვერც ბრალდების მხარე ვერ უარყოფს, არსებობს ათობით მოწმის ჩვენება, რომელშიც გრამატიკული შეცდომებიც კი არის გადატანილი.

როგორ წარმოგიდგენიათ ათმა ადამიანმა ერთნაირად იაზროვნოვნოს და ერთიდაიგივე ორთოგრაფიული შეცდომა დაუშვას. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, სასამართლოზე სრულად არის განადგურებული ბრალდების მხარის პოზიცია.

ალექსი ბატიაშვილის დაკითხვასაც მინდა შეხეხო, როცა ის დაიკითხა, მან სრულყოფილი და ობიექტური ჩვენება მისცა გამოძიებას, რაც გამომძიებლებს არ მოეწონათ და შეცვლილი სახის ჩვენება წარმოგვდგინა ხემოსაწერად, სადაც ფაქტები იყო დამახინჯებული და რაც არ იქნა ბატიაშვილის მხრიდან დადასტურებული.

როდესაც მოწმე დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდება, გამოძიება კი მსგავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, ადვილი მისახვედრია სხვა მოწმეებთან და ზოგადად მტკიცებუყლებების მოიპოვების დროს როგორ მოქმედებდა გამოძიება.

- პროკურატურის მთავარი მოწმე ავთანდილ ჭოლოკავაა... ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მან თავდაცვის უწყებას უფასოდ იმ საქმის შესრულება შესთავაზა, რომელშიც სამინისტრომ რამდენიმე მილიონი გადაიხადა და რომლის გამოც მის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს საგამოძიებო უწყება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება, რას უპირისპირებთ ამ გარემოებას?

- ბრალდების მხარე ეფუძნება ორ ძირითად ე.წ მტკიცებულებას: პირველი ეს არის შპს “სპეცკავშირმშენის” წარმომადგენლის ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენება. ჭოლოკავს ჩვენება, მისი პოზიცია და ბრალდების პოზიცია უარყოფილია, ვინაიდან ჭოლოკავა თავიდანვე აცხადებდა, რომ კომპანა „სუპერ ტვ“-სთან ჰქონდა ურთიერთობა და ის სტავაზობდა თავადაცვის სამინისტროს უფასოდ მიაწოდებდა გარკვეული სერვისები. დაიკითხა „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი, რომელმაც სასამართლო პროცესზე კატეგორიულად გამორიცხა „სუპერ ტვ“-ის მონაწილეობა რაიმე სახის ურთიერთობაში და შეთავაზებაში თავადაცვის სამინისტროსთან. ამასთან დაკითხული იყო არაერთი მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მაღალჩინოსნებს კავშირი არ ჰქონიათ ჭოლოკავას მიერ მოყვანილ ფაქტებთან. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ჭოლოკავას წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო, დასკვნით სიტყვაში ჭოლოკავას ჩვენება დარჩა ბრალდების მხარისთვის მთავარ წამყვან ძალად - რაც სასაცილოა. რაც შეეხება „დელტაკომის“ ეპიზოდს. დოკუმენტით და ჩვენებებით დასტურდება, რომ კომპანია „დელტა კომი“, მომსახურების გაწევაში თვეში 80 000 ლარს ითხოვდა, როცა „სილქნეტი“ აღნიშნულ მომსახურებას 1000 ლარად ახორციელებდა. ანუ თავადცვის ყოფილმა მაღალჩინოსებმა „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს. ისმის კითხვა გაფლანგეს თუ დაზოგეს მილიონობით ლარი ამ ადამიანებმა? რეალურად სასამართლიოს დაწყებიდან, ბრალდების მხარე თუ შეაჯამებდა სამართლებრივად პროცესებს, ნაკლები რესურსი უნდა დაეხარჯათ ამ საქმეზე და ბრალდება უკან უნდა წაეღოთ. თუმცა, ეს არ გააკეთეს. ფაქტია, რომ ჩვენს მიერ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება ანულირებულია ახლა ჯერი სასამართლოზეა.

აქვე მინდა გაცნობოთ ერთი ძალიან უცნაური და კურიოზული ინფორმაციის შესახებ, კერძოდ: დასკვნითი სიტყვის დროს, ბრალდების მხარემ წარმოსთქვა დასკვნითი სიტყვა, როგორც ჩვენ ისე სასამართლოს გადასცა სიტყვის წერილობითი ასლები და აღმოჩნდა, რომ სასამართლოს გადასცეს სხვა დასკვნითი სიტყვა და დაცვის მხარეს გადმოგვეცა დასკვნითი სიტყვის სხვა ვერსია. ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს არის როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, ასევე სამართალწარმოებაში გაუგებარი ფაქტი. ბრალდების მხარის არგუმენები არის ზღაპარი დარწმუნებული ვარ რომ, რომ ამ ბოროტ ზღაპარს კეთილი დასასრული ექნება. რადგან "ე.წ. კაბელების საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს"

- რა მოლოდინი არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ?

- ველოდებით, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, რადგან თუ ეს პრინციპი დაიცვა სასამართლომ გამორიცხულია გამამართლებელი გადაწყვეტილება არ დადგეს. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ ბრალდების მხარემ დაცვის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ვერ წარმოთქვა რეპლიკა და უარი განაცხადა მის წარმოთქმაზე. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ დაცვის სიტყვის საწინააღმდეგო არგუმენტაცია არ გააჩნიათ.

- თავადაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკარტები აცხადებენ, რომ საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ხასიათისაა, ამ პირობებში რამდენად რეალურია თქვენი მოლოდინი გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით?

- მე მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი შეფასება შემიძლია გავაკეთო. ფაქტია, რომ პოლიტიკური შემადგენელი ამ საქმეზე არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმე არ იარსებებდა. თუმცა, მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ბატონი შოთაძე არ არის რიგითი პროკურორი, ის არ არის საქმეში მონაწილე პროკურორი ის არის მთავარი პროკურორი შესაბამისად მის მიერ მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, ეს არის სასამართლოზე ზეწოლა, მით უფრო როცა სასამართლო განაჩენზე გადის.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42