"თქვეს, რომ ფხიზელი ადამიანები მანქანებზე არ დაძვრებიან"- რას აცხადებს გათავისუფლებული ნატა ფერაძე
სამართალი - 21:10, 07 May, 2016     7869
„პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ნატა ფერაძემ, ხელწერილით გამოშვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით მან არ იცის რა პრონციპით გადაწყვიტა პოლიციამ მისი ნარკოლოგიურში გადაყვანა:

„ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, სადაც წერია, რომ პოლიცია დამიკავშირდება და გამოვცხადდები სასამართლოში.. გადმომიყვანეს ნარკოლოგიურში. არ ვიცი რა პრონციპით თქვეს, რომ ფხიზელი ადამიანები მანქანებზე არ დაძვრებიან და ამიტომ შემარჩიეს ნარკოლოგიურში გადმოსაყვანად. მომთხოვეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარება, რაზეც რა თქმა უნდა უარი განვაცხადე“- განაცხადა ნატა ფერაძემ "კურიერთან"

ადვოკატის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ნატა ფერაძეს ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ერთი სისხლის სამართლის მუხლით და მისი დაკავების ოქმში მითითებული იყო მხოლოდ ერთი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ამ საკითხზე სასამართლო სხდომა.

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატა ფერაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით და მის მიმართ ასევე დაწყებული იყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42