ნატა ფერაძე „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. მას, თუმცა ფერაძემ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, კლინიკური დათვალიერებით კი მას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ფერაძე პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და ის სასამართლო პროცესზე გამოცხადდება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ნატა ფერაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები






