”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში არიან გადაყვანილნი. დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, დაკავება უკანონოდ მოხდა და მათ თითქმის ერთი საათის განმავლობაში არ ქონდათ ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნიუპოსტს“ განუმარტეს დაკავებული არიან პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173-ე მუხლით, რაც ასევე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დღესვე აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანება
მასალის გამოყენების პირობები






