,,პოლიციელები ჩემს მეუღლეს ასმენინებდნენ, როგორც მირტყამდნენ“ - რა მოხდა რუსთავის ნარკოლოგიურში
სამართალი - 13:35, 06 May, 2016     22034
მოქალაქე კოტე კირვალიძე ირწმუნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს, გარდაბნის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც „ნიუპოსტს“ ახალგაზრდა პოეტმა განუცხადა, პოლიციელების გაღიზიანება ნარკოტესტირებისთვის შარდის ანალიზზე უარის თქმამ გამოიწვია.

კოტე კირვალიძე იხსენებს, რომ ის და მის მეუღლე, მეგობრებთან ერთად პიკნიკიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი პოლიციის მანქანით მივიდა და „გაიტაცეს“.

პოეტი აცხადებს, რომ მისი ცემა გარდაბნის პოლიციელთა მხრიდან რუსთავის ნარკოლოგიურში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ძირითადად თავში არეში მირტყამდნენ. რამდენჯერმე შეუძლოდ გავხდი კიდეც, საბოლოო ჯამში იძულებით მომაშარდვინეს. ჩემს მეუღლეს ასმენინებდნენ, როგორ მირტყამდნენ“- აღნიშნა კირვალიძემ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას მოქალაქემ აღნიშნა, რომ მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაშიც გადაიყვანეს.

კოტე კირვალიძე ირწმუნება, რომ ცემაში გარდაბნის სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული სისასტიკით კი ვინმე სურმავა გამოირჩეოდა.

„მე პირადად არ მიმიმართავს შს სამინისტროს გენ. ინპექციისთვის, არც ექსპერტიზაზე ვყოფილვარ თუმცა როგორც ვიცი რუსთავის პროკურატურა იძიებს ამ ფაქტს. იმედია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და კლინიკა დაადასტურებს, რომ მე შემიყვანეს ნაცემი“- თქვა კირვალიძემ ჩვენთან საუბრისას.

„ნოუპოსტის“ კითხვაზე, იხდიდა თუ არა რესპოდენტი ადრე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის სასჯელს, კირვალიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არსებითად არ ცვლის პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.

„მესმის, რომ შს სამინისტრო ამ არგუმენტს ყოველთვის მოიშველიებს. თუმცა ეს ფაქტი არსებითად არაფერს ცვლის. თუნდაც ზემოქმედების ქვეშ ვყოფილიყავი, ანუ მაგიტომ უნდა ვეცემეთ?“- აღნიშნა პოეტმა.

კოტე კირვალიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში ის და მისი მეგობრები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააჯარიმეს.

„ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მღებრიშვილის უწყებაში პოლიციელთა მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტს არ ადასტურებენ.

შს სამინისტროს განმარტებით, მოქალაქე კოტე კირვალიძე და მისი მეგობარი სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დააჯარიმა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42